გერმანიის მეორე ბუნდესლიგის შეხვედრაში ბუდუ ზივზივაძის კარლსრუემ ბრაუნშვაიგს გასვლაზე მინიმალური სხვაობით, 1:2 მოუგო.
აღნიშნული მატჩის სასტარტოში იმყოფებოდა ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც შეხვედრის უკანასკნელ წუთებზე თავისი სიტყვა მქუხარედ თქვა.
ბუდუ ზივზივაძემ ბრაუნშვაიგს გოლი მაშინ გაუტანა, როდესაც ანგარიში 1:1 იყო. ქართველმა ფორვარდმა 87-ე წუთზე მეტოქის კარის აღებით საკუთარ გუნდს 3 ქულა მოუტანა!
იხილეთ ვიდეო