საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი, საბა კვირკველია, რომელიც არაბული "ალ-ახდუდის" დატოვების შემდეგ თავისუფალი აგენტია, კარიერას თბილისის "დინამოში" გააგრძელებს.
ინფორმაციას LaGazzetta.ge ავრცელებს, სადაც ამბობენ, რომ კვირკველია საქართველოს ჩემპიონატში მინიმუმ სეზონის ბოლომდე ითამაშებს.
ცნობისთვის, გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში, ქართველი მცველი ბოლნისის "სიონთან" ერთად ვარჯიშობდა.
გასული ხანი ვრცელდებოდა ინფორმაცია, ნიკა კვეკვესკირის შესახებაც, რომლის ტრანსფერზეც დედაქალაქელები ასევე მუშაობენ.