მოგეხსენებათ, გასულ ტურში გიორგი მამარდაშვილის ვალენსია სელტა ვიგოს დაუპირისპირდა და 1:3 დამარცხდა.
აღნიშნულ შეხვედრაში, ქართველმა მეკარემ ტაიმის მიწურულს მასპინძელი გუნდის შემტევს, იაგო ასპასს პენალტი აუღო, რაზეც მოგვიანებით კომენტარი თავად ფეხბურტელმაც გააკეთა.
"წინა სეზონის ბოლო ტურშიც გამომიცნო კუთხე, მაგრამ გოლი მაინც გავუტანე. ახლა კი მითხრა: სულ ერთსა და იმავე კუთხეში ნუ ურტყამო. მეც დავუჯერე, კუთხე შევცვალე და...
სწორედ ამიტომ არის ის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე მსოფლიოში და ამიტომაც იბრძვიან მისთვის ტოპ გუნდები", - განაცხად ასპასმა.