ტურინულმა გამოცემამ, Toronews-მა ტორინოსა და მილანის შეხვედრა შეაფასა, სადაც კომენტარი საბა საზონოვზეც გაკეთდა.
ქართველი მცველი თამაშში ბოლო წუთებისკენ ჩაერთო, თუმცა ტორინომ მოპოვებული უპირატესობა მაინც გაანიავა და მილანმა ანგარიში 2:2 გახადა.
ტორინოს დამრიგებელი დაცვაში კოკოს, ვოივოდას და მასინას ენდობა, შეცვლაზე კი საბა საზონოვი გამოჩნდა, რომელსაც ერთი პრობლემა აქვს, - მას დაღვინება სჭირდება.
მილანთან დაპირისპირებამ აჩვენა, რომ საბა საზონოვი ამ დონეზე სათამაშოდ მზად ჯერ არ არის.
- წერს გამოცემა.