ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას, დინამო თბილისის ცენტრალური მცველით რუსული გუნდები დაინტერესდნენ, თუმცა სანდრო კალანდაძემ შეთავაზებებზე უარი თავად თქვა - ინფორმაციას 90 წუთი ავრცელებს.
წყაროს მტკიცებით, ფეხბურთელი იმ შემთხვევაში, თუ დინამო თბილისს დატოვებს, კარიერას ევროპაში გააგრძელებს.
ცნობისთვის, 23 წლის სანდრო კალანდაძემ, ვილი სანიოლის ფორმაციის საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2 მატჩი ითამაშა.