"ნაპოლის" თავკაცი, ანტონიო კონტე, აგრძელებს სასურველი გუნდის ჩამოყალიბებას და ფეხბურთელების გაშვებას, რომლებიც მის გეგმებში არ შედიან.
ბოლო ცნობებით, ნეაპოლელები ხურავენ კლუბიდან ორი მოთამაშის წასვლის საკითხს, პირველი 23 წლის ბრაზილიელი ცენტრალური მცველი ნათანია, რომელიც უდიდესი ალბათობით ესპანურ "ბეტისს" შეუერთდება.
ხოლო მეორე მოთამაშე, რომელიც კლუბს დატოვებს, იენს კახუსტეა, კახუსტე კარიერას ინგლისურ "იფსვიჩში" გააგრძელებს.