გუშინ, ჩვენი დროით 23:15-ზე ნაპოლის სტადიონზე ადგილობრივი გუნდისა და ქვედალიგელი მოდენას დაპირისპირება შედგა, რომელიც პენალტების სერიის შემდეგ ანტონიო კონტეს გუნდის გამარჯვებით დასრულდა.
იტალიის თასის 1/16-ფინალში გასვლის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი ნაპოლის ახალწვეულმა, ლეონარდო სპინაცოლამ გააკეთა, რომელიც ამპლუით მარცხენა მცველი გახლავთ. იტალიელს საუბრისას აქცენტი ხვიჩა კვარაცხელიასთან შეთამაშებაზე ჰქონდა გაკეთებული.
ჩვენ ერთად თამაშის გაუმჯობესება ჯერ კიდევ შეგვიძლია, თუმცა, ვფიქრობ, რომ ადაპტირების პროცესი კარგად გავიარეთ. ორივეს შეგვიძლია, რომ ცენტრიდანაც შევუტიოთ და ფლანგიდანაც, რაც ჩვენი უპირატესობაა.
ხშირად კვარაცხელიასაც და მეც ორი ან სამი ფეხბურთელი გვეთამაშებოდა, ასე ასპარეზობა კი ძალიან რთულია. ჩემი აზრით, კვარაცხელიასთან პოზიციის მუდმივი ცვლა გუნდისთვის სასარგებლო იქნება და ასე თითოეული მოთამაშე იხეირებს.
- თქვა ლეონარდო სპინაცოლამ.
ცნობისთვის, გუშინდელ შეხვედრაში, რომლის ძირითადი დროც 0:0 დასრულდა, სპინაცოლამ 73 წუთით ითამაშა, კვარაცხელიამ კი მატჩი შეუცვლელად ჩაატარა. რაც შეეხება გადამწყვეტ პენალტს, ის სწორედ ქართველმა ფეხბურთელმა გაიტანა და ნაპოლი მომდევნო ეტაპზე გაიყვანა, სადაც პარტენოპეი პარმასა და პალერმოს შორის გამარჯვებულს შეხვდება.