ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ჯერარდო ფასანოს მტკიცებით, ნაპოლის ახალი მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე გიორგი მამარდაშვილის ყიდვაზე ოცნებობს.
"უკვე ვთქვით, რომ ნაპოლი კეპას სიტუაციას ყურადღებით აკვირდება და შესაძლოა ესპანელი ოსიმენის გარიგების ნაწილიც გახდეს - ნიგერიელი ჩელსიში გადავა, ლუკაკუ და კეპა კი ნაპოლიში.
თუმცა, ზუსტად ვიცი, რომ ანტონიო კონტეს ერთი ოცნება აქვს - ეს გიორგი მამარდაშვილია. იტალიელ სპეციალისტს ქართველი მეკარის ნაპოლიში ხილვა სურს", - წერს ფასანო.
შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილი წარმატებული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ არაერთი ევროპული გრანდის ყურადღების ცენტრში მოექცა და მაღალია ალბათობა, ქართველმა ვალენსია ამ ზაფხულშივე დატოვოს.