დღეს იტალიურ მედიაში გულშემატკივრისთვის არასასიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა, ვკითხულობთ, რომ 7 აგვისტოს ვარჯიში სრულფასოვნად ვერ ჩაატარა ხვიჩა კვარაცხელიამ.
იტალიურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ხვიჩა კვარაცხელიას გუნდთან ერთად არ უვარჯიშია, რისი სავარაუდო მიზეზიც კუნთში დისკომფორტია. ქართველი ფეხბურთელი მარჯვენა ფეხზე მიანიშნებდა და ესაუბრებოდა კლუბის ექიმს რის შემდეგაც ის თანაგუნდელებისგან მოშორებით იმყოფებოდა და ასე ადევნებდა ვარჯიშს თვალს.
კვარა მხოლოდ მარტივი მოთელვით შემოიფარგლა და ფაქტობრივად, მას ჯგუფთან ერთად არც უმუშავია. გასარკვევია, რა სახის დისკომფორტი ჰქონდა ქართველ ფეხბურთელს და როგორ აისახება ის მოდენასთან მოახლოებულ მატჩზე.