'დღეს უმნიშვნელოვანესი თამაში გველის' - თორნიკე შენგელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს » სპორტის ხაზი

'დღეს უმნიშვნელოვანესი თამაში გველის' - თორნიკე შენგელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს

'დღეს უმნიშვნელოვანესი თამაში გველის' - თორნიკე შენგელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს
11-11-2022, 16:30
Aa Aa
გაზიარება:

დღეს, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ფანჯარაში საქართველოს საკალათბურთო ნაკრები სტუმრად ისლანდიას დაუპირისპირდება.

მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე 'ჯვაროსნების' კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ამ შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"დღეს უმნიშვნელოვანესი თამაში გველის ისლანდიის წინააღმდეგ, რადგან სწორედ ჩვენსა და ისლანდიას შორის უკეთესი შედეგის მქონე გუნდი გაემგზავრება მსოფლიოს ჩემპიონატზე. რაც შეიძლება ნაკლები შეცდომა უნდა დავუშვათ და სრული მობილიზებით გავიდეთ მოედანზე"

შეგახსენებთ, რომ ისლანდიას საქართველოზე 1 მოგებით მეტი აქვს და ყველაფერი იქით მიდის, რომ სწორედ ამ ორი გუნდიდან ერთ-ერთი მიიღებს ჩვენი ჯგუფიდან მსოფლიოს ჩემპიონატის მე-3 საგზურს. ამიტომ დღეს ილია ზუროსის შეგირდებმა ნებისმიერ ფასად უნდა მოიგონ ეს შეხვედრა, რათა მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვონ.

საქართველოსა და ისლანდიას შორის დაპირისპირება, დღეს, თბილისი დროით 23:35 საათზე დაიწყება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი