იტალიური ნაპოლის თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმენმა რამდენიმე თვის წინ, Pooja Dissects-სთან მიცემულ ინტერვიუში თანაგუნდელი ხვიჩა კვარაცხელიას რთულად წარმოასთქმელ გვარზე ისაუბრა.
"მისი გვარი წარმოითმის, როგორც კვარაცხელია, მაგრამ გასახდელში ყოველთვის "კვარას" ვეძახით, რადგან როცა კლუბში პირველად მოვიდა, მისი გვარის ირგვლივ დიდი გაუგებრობა იყო, ასე კი უფრო მოკლე და მოსახერხებელია", - განაცხადა ოსიმენმა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩას გვარის წარმოთქმა იტალიაში დღემდე უჭირთ, ამიტომ მას ხშირად ზედმეტსახელით მიმართავენ.