"ძლივს განათლებული სპორტსმენი გამოჩნდა და.." - ზურა ხაჩიძე გიორგი გველესიანზე წერს » სპორტის ხაზი

"ძლივს განათლებული სპორტსმენი გამოჩნდა და.." - ზურა ხაჩიძე გიორგი გველესიანზე წერს

"ძლივს განათლებული სპორტსმენი გამოჩნდა და.." - ზურა ხაჩიძე გიორგი გველესიანზე წერს
23-07-2024, 15:20
Aa Aa
გაზიარება:

მომღერალი ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში საქართველოს ნაკრების მცველის, გიორგი გველესიანის ირგვლივ ბოლო პერიოდში გავრცელებულ ამბებს ეხმაურება.

"ძლივს ასპარეზე გამოჩნდა ნათელი,კეთილი და განათლებული სპორტსმენი და არ შეარგეს კაცს რამოდენიმე გადაცემაში საკუთარი აზრის გამოთქმა! არ მიაქციო გიორგი ყურადღება არავის! წარმატებები შენს საქმეში და მოხარული ვარ სადაც გხედავ!

ბევრი გიორგი გველესიანი საქართველოს! გულწრფელი, განათლებული, მიზანდასახული და სწორ აზროვანი
", - წერს ხაჩიძე.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გველესიანის განცხადებებს, რომელიც ქალთა ფეხბურთს და ძველი თაობის ფეხბურთელების სამწვრთნელო ოსტატობას ეხებოდა, საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი