მოგეხსენებათ, ზურიკო დავითაშვილი, რომლის ტრანსფერიც კლუბს 6 მილიონი ევრო დაუჯდა, უკვე ოფიციალურად შეუერთდა სენტ-ეტიენს და ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგა.
რაც შეეხება გიორგი მიქაუტაძეს, ფეხბურთელი ახლოს იყო მონაკოში გადასვლასთან, მაგრამ ყველაფერი ბოლო დღეს შეიცვალა - ახლა ქართველი შემტევი ლიონშია და ხელსაც ამ კლუბთან მოაწერს.
საფრანგეთის ჩემპიონატის კალენდარი უკვე შედგენილია და შეგვიძლია ზუსტი თარიღი გავიგოთ, თუ როდის დაუპირისპირდებიან ქართველები ლიგა 1-ში პირველად ერთმანეთს.
მაშ ასე, "ქართული დუელი" მე-11 ტურის შეხვედრაში გაიმართება, რომელიც 10 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:00 საათზეა ჩანიშნული.