VIDEO: "ჩემს გულში მუდამ არის უფლის ადგილი" - გიორგი გველესიანი სარწმუნოებაზე » სპორტის ხაზი

VIDEO: "ჩემს გულში მუდამ არის უფლის ადგილი" - გიორგი გველესიანი სარწმუნოებაზე

VIDEO: "ჩემს გულში მუდამ არის უფლის ადგილი" - გიორგი გველესიანი სარწმუნოებაზე
16-07-2024, 15:35
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მცველი, გიორგი გველესიანი საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების სტუმარი იყო, სადაც არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის რელიგიაზეც.

"ქრისტიანი ვარ და ჩემთვის სამაგიდო წიგნი ბიბლიაა. ჩემს გულში მუდამ არის უფლის ადგილი და ჩემი ურთიერთობა მაქვს მასთან. ვგრძნობ, როცა რაღაცას გავცემ, ის მიბრუნდება. ზოგი ამას კარმას ეძახის, ჩემთვის ეს სულიწმინდის მადლია.

არ შემიძლია ამაზე ასე ხაზგასმით პოზიცია არ დავაფიქსირო, რადგან ყველაფერი უფლის ნებით ხდება და მადლობელი ვარ ყველაფრისთვის რაც მომეცა, ჩემი ოჯახისთვის, ულამაზესი შვილებისთვის - მართლა არ ვიცი ეს რითი დავიმსახურე, მადლობა ღმერთს ამისთვის
", - განაცხადა გველესიანმა.

იხილეთ ვიდეო:


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი