ლონდონურმა გამოცემა Givemesport-მა ევრო 2024 შეაფასა. ბრიტანულმა ვებგვერდმა საქართველოს ნაკრებზეც დაწერა და აღნიშნა, რომ ქართველი ფანები ევროზე თამაშით ამაყები უნდა იყვნენ.
ქართველებო, თქვენ შეგიძლიათ, რომ ევროზე ასეთი თამაშით სიამაყით აივსოთ. ისეთი ვარსკვლავებით, როგორებიც კვარაცხელია და მამარდაშვილი არიან, საქართველომ ჯგუფში პორტუგალიის დამარცხება შეძლო და პლეიოფში კვალიფიცირდა, სადაც მხოლოდ ესპანეთთან დამარცხდა.
- დაწერა გამოცემამ.
საქართველოს ეროვნული ნაკრებიდან ევრო განსაკუთრებით გამორჩეული ორი ფეხბურთელისთვის, გიორგი მამარდაშვილისთვის და გიორგი მიქაუტაძისთვის გამოდგა.
პირველმა მათგანმა ტურნირზე ყველაზე ბევრი სეივი მოაგროვა (29), მონაკოში გადასული მიქაუტაძე კი 3 გატანილი გოლით ევროს თანაბომბარდირი გახდა.