ევროს სიმბოლურს აკრიტიკებენ: "ეს რა არის, ვის დაუტოვეთ მამარდაშვილი?" » სპორტის ხაზი

ევროს სიმბოლურს აკრიტიკებენ: "ეს რა არის, ვის დაუტოვეთ მამარდაშვილი?"

ევროს სიმბოლურს აკრიტიკებენ: "ეს რა არის, ვის დაუტოვეთ მამარდაშვილი?"
9-07-2024, 18:35
Aa Aa
გაზიარება:

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატი ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება. დღევანდელ დღეს ტურნირის პირველი ნახევარფინალური მატჩი შედგება, მეორე ფინალისტის ვინაობას კი 10 ივლისს გავიგებთ.

ცნობილმა გამოცემებმა ევროს საუკეთესო თერთმეტეულის შედგენა უკვე დაიწყეს. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთია ბრიტანული The Sun-ის მიერ შედგენილი სიმბოლური გუნდი, რომელშიც ბევრი მოულოდნელობა არაა, მაგრამ უცხოელმა გულშემატკივრებმა სიმბოლურის სუსტ წერტილს მაინც მიაგნეს, - ის მეკარის პოზიციაა.

ბრიტანელებმა მეკარის პოზიციაზე ჯორდან პიკფორდი დააყენეს, რომელსაც ევროზე ჩატარებულ 5 შეხვედრაში 3 გოლი აქვს გაშვებული. მიუხედავად ასეთი კარგი მაჩვენებლისა, კომენტარების სექციაში არაერთი გულშემატკივარი ითხოვს, რომ მეკარის პოზიციაზე პიკფორდი გიორგი მამარდაშვილით ჩაანაცვლონ, რომელმაც 8 გოლი კი გაუშვა, თუმცა საქართველოს ნაკრების მეკარემ ტურნირზე ყველაზე მეტი, 30 სეივი დააგროვა და გარდა ამისა, არაერთ ურთულესად მოსაგერიებელ დარტყმულსაც გაუმკლავდა.

აი, როგორია The Sun-ის მიერ შედგენილი სიმბოლური XI: პიკფორდი, კუკურელია, გეჰი, სალიბა, კიმიხი, როდრი, კანტე, რუისი, უილიამსი, გაკპო, საკა, - იხილეთ ფოტო

ევროს სიმბოლურს აკრიტიკებენ: "ეს რა არის, ვის დაუტოვეთ მამარდაშვილი?"


ალბათ, ინგლისელი პიკფორდის, გეჰისა და საკას საუკეთესოთა შორის ჩასმა ინგლისურივე გამოცემისგან არ უნდა გვიკვირდეს, თუმცა არაოფიციალურ დონეზე საუკეთესოდ აღიარებული მამარდაშვილის ევერტონის მეკარით ჩანაცვლება მაინც უცნაურად გვეჩენება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი