მოგეხსენებათ, თავისუფლების მოედანზე ფეხბურთელების დახვედრის დროს გამართულ ცერემონიალზე მცირე ინციდენტი მოხდა - თავიდან გავრცელებული ინფორმაციით, ბუდუ ზივზივაძეს გულშემატკივრებისთვის საჯაროდ მიმართვა სურდა, თუმცა კომენტატორმა დიმა ობოლაძემ მას ამის საშუალება არ მისცა.
როგორც მოგვიანებით თავად დიმა ობოლაძემ, ბუდუს მამამ და ბუდუმაც განმარტეს, მსგავსს ინციდენტს ადგილი არ ჰქონია და თუ ვინმე დიმას ცილს სწამებდა, მისთვის ბოდიში ჰქონდა მოსახდელი.
აღნიშნულ ფაქტს გადაცემა "ლაი-ლაის" ეთერში კვლავ მიუბრუნდნენ, სადაც დიმა ობოლაძესა და ბუდუ ზივზივაძეს შორის მეგობრული საუბარი შედგა, იხილეთ ჩანაწერი.