Tuttomercatoweb-მა დაწერა, რომ ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერით იტალიის სერია A-ს 3 კლუბია დაინტერესებული.
როგორც ვკითხულობთ, საქართველოს ნაკრებისა და ბორდოს შემტევის ყიდვის სურვილს კომო, ვენეცია და ჯენოა გამოთქვამენ.
გამოცემა წერს, რომ დავითაშვილის წარმომადგენლები მალე იტალიაში იქნებიან და ამავე კლუბის ხელმძღვანელებს შეხვდებიან.
დავითაშვილმა გასულ სეზონში ბორდოს მაისურით ყველა ტურნირზე 8 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა.