გაკვირვებული ლე ნორმანი: "ვინ თქვა რომ ერთი ქართველი მთელ ესპანეთს სჯობს?" » სპორტის ხაზი

გაკვირვებული ლე ნორმანი: "ვინ თქვა რომ ერთი ქართველი მთელ ესპანეთს სჯობს?"

გაკვირვებული ლე ნორმანი: "ვინ თქვა რომ ერთი ქართველი მთელ ესპანეთს სჯობს?"
29-06-2024, 23:03
Aa Aa
გაზიარება:

ესპანეთთან დაპირისპირების წინ გიორგი მამარდაშვილმა განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელია მთელ ესპანეთს სჯობს, რაზეც ესპანელთა ფეხბურთელმა ლე ნორმანიმ გაკვირვება გამოხატა.

"არ ვიცი ვინ თქვა, რომ საქართველოს ნაკრების ერთი ფეხბურთელი მთელ ესპანეთს ჯობია, ა, მეკარემ თქვა? მაშინ გასაგებია, მეგობრების მიმართ ყველას დიდი თავდაჯერებულობა აქვს.

"არ აქვს მნიშვნელობა, მან რა თქვა, უნდა გავამახვილოთ ყურადღება ჩვენ რას გავაკეთებთ. როგორ შევინარჩუნებთ ბურთს და როგორ შევუტევთ ჩვენს მოწინააღმდეგეს.

"მიქაუტაძეს მაღალი ხარისხი აქვს და ეს ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩში დაამტკიცა. მის შესახებ ბევრი ვიცით. მიქაუტაძის გარდა, კიდევ არიან სახიფათო ფეხბურთელები და ვეცდებით, მაქსიმალური ყურადღებით ვიყოთ.

"გავესაუბრები თუ არა მიქაუტაძეს ფრანგულად? როგორც წესი, მოედანზე სხვა გუნდის ფეხბურთელებს არ ვესაუბრები."

- აღნიშნა ლე ნორმანიმ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი