ქეცბაია: "რაც არ უნდა მოხდეს, საქართველო ევრო 2024-ის აღმოჩენა იქნება" » სპორტის ხაზი

ქეცბაია: "რაც არ უნდა მოხდეს, საქართველო ევრო 2024-ის აღმოჩენა იქნება"

ქეცბაია: "რაც არ უნდა მოხდეს, საქართველო ევრო 2024-ის აღმოჩენა იქნება"
28-06-2024, 19:10
Aa Aa
გაზიარება:

ყოფილმა ლეგენდარულმა ფეხბურთელმა თემურ ქეცბაიამ საქართველოს ნაკრებსა და ევრო 2024-ზე ისაუბრა.

"მიჭირს იმ სიხარულის ბოლომდე გამოხატვა, რასაც ვგრძნობ, რასაც მთელი 10 დღის განმავლობაში, გერმანიის სხვადასხვა ქალაქში ქართველ გულშემატკივართან ერთად ვგრძნობდი.

"როგორც უნდა დასრულდეს ევროპის ჩემპიონატი, საქართველო იქნება ამ ტურნირის მთავარი აღმოჩენა და ალბათ, გამარჯვებულიც, რადგან ძნელი წარმოსადგენია, სადმე ისე გააერთიანოს ხალხი ამ წარმატებამ, როგორც ჩვენთან.

"ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებს, მწვრთნელებს და რა თქმა უნდა, ფეხბურთელებს, მადლობას ვუხდი წლების განმავლობაში გაწეული შრომისთვის და ამ ტურნირამდე მოსვლისთვის.

"ცხოვრებაში ბევრი რამ მინახავს, მაგრამ ჩემთვის ეს 10 დღე ყველაზე ბედნიერი და ემოციური პერიოდია, რომლებიც ჯგუფური ეტაპის პერიოდში გერმანიაში გავატარე. მადლობა გულშემატკივარს ასეთი მხარდაჭერისთვის.", - აცხადებს ქართველი ფეხბურთელი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი