BBC: საქართველომ ისტორია დაწერა და ევროპის ჩემპიონატზე დიდი გადატრიალება მოახდინა » სპორტის ხაზი

BBC: საქართველომ ისტორია დაწერა და ევროპის ჩემპიონატზე დიდი გადატრიალება მოახდინა

BBC: საქართველომ ისტორია დაწერა და ევროპის ჩემპიონატზე დიდი გადატრიალება მოახდინა
27-06-2024, 15:45
Aa Aa
გაზიარება:

საქართველომ ისტორია დაწერა და ევრო-2024-ზე პორტუგალიასთან გამარჯვებით, მისთვის პირველი მსხვილი ტურნირის პლეი ოფში გადავიდა.

ამის შესახებ სტატიას BBC სპორტი წერს:

როგორც მედიასაშუალება აღნიშნავს, პორტუგალია ჯგუფიდან უკვე გასული იყო, თუმცა შოკირებული იყო ჯგუფის დასკვნითი მატჩის დროს, როდესაც თამაშის დაწყების მეორე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ პორტუგალიელ მეკარე დიეგო კოშტას გოლი გაუტანა.

აუტსაიდერებს დომინირება არ სჭირდებოდათ და ისარგებლეს თავიანთი შანსით, როდესაც მეორე ტაიმში გიორგი მიქაუტაძემ პენალტი შეასრულა, რამაც საქართველოს შოკის მომგვრელი წარმატებისკენ გზა კიდევ უფრო გაუკვალა.

საქართველო კმაყოფილი იყო, რომ პორტუგალიას ბურთის ფლობაზე კონტროლი მისცა, რადგან მტკიცე თავდაცვა ჰქონდათ, კეტავდნენ სივრცეს, რათა პორტუგალიის შანსები შეემცირებინათ და ელოდნენ კონტრშეტევის შესაძლებლობას.

„ბიბისი სპორტის“ შეფასებით, პორტუგალიის დამარცხებით საქართველომ ისტორიაში, ფიფა-ს რეიტინგის თანახმად, ევროპის ჩემპიონატზე ყველაზე დიდი გადატრიალება მოახდინა და თავიანთ სადებიუტო მსხვილ ტურნირზე დაუვიწყარი საღამო შექმნა.

მედიასაშუალება აღნიშნავს, რომ ევრო-ს საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ბურთის ფლობის ყველაზე დაბალი საშუალო მაჩვენებელი ჰქონდა, თუმცა თავი გაართვეს და გავიდნენ ფინალურ ეტაპზე. ქართველებს პორტუგალიასთანაც ბურთის ფლობის დაბალი მაჩვენებელი ჰქონდათ, თუმცა გააკეთეს ის, რაც საჭირო იყო და გააკეთეს ეს შთამბეჭდავად
.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ესპანეთს შეხვდება. მატჩი კიოლნში, 30 ივნისს თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი