"რა ღირს მამარდა?" | ევროპული მედია მთავარმა კითხვამ მოიცვა » სპორტის ხაზი

"რა ღირს მამარდა?" | ევროპული მედია მთავარმა კითხვამ მოიცვა

"რა ღირს მამარდა?" | ევროპული მედია მთავარმა კითხვამ მოიცვა
23-06-2024, 21:41
Aa Aa
გაზიარება:

გიორგი მამარდაშვილის გამორჩეული პერფომანსი ევრო 2024-ზე უყურადღებოდა არავის დარჩენია.

გასულ თვეში "ნიუ კასლს" მისი შეძენა სურდა, მაგრამ 30 მლნ ევრო ეძვირა და ტრანფერი გადაიფიქრა, ახლა კი, დიდი ალბათობით, ინგლისელები ამ გადაყწვეტილებას ნანობენ.

ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გიორგის ფასი საგრძნობლად გაიზრდება და იმ შემთხვევაში თუ "ვალენსია" მას გაყიდის, მართალია ერთ-ერთ საუკეთესო მეკარეს შეელევა, მაგრამ ფინანსურად ძალიან იხეირებს.

"ღამურების" ერთ-ერთმა ქომაგმა სოციალურ ქსელში დაპოსტა, რომ გიორგის ამჟამინდელი ღირებულება 60 მლნ ევროა, მას კი მეორე გულშემატკივარმა უპასუხა, რომ ჯერ კიდევ ვერ ხვდებიან, რამხელა საგანძური ჰყავთ გუნდში და მისი დაკარგვა სერიოზული დანაკლისი იქნება.

ევროპულ მედიაში ხშირად მოისმენთ კითხვას - რა ღირს მამარდაშვილი? ამ კითხვაზე პასუხი კი ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გვეცოდინება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი