კაშია: "ფეხბურთში ძალიან წინ ვართ წასულები და აი, რატომ" » სპორტის ხაზი

კაშია: "ფეხბურთში ძალიან წინ ვართ წასულები და აი, რატომ"

კაშია: "ფეხბურთში ძალიან წინ ვართ წასულები და აი, რატომ"
23-06-2024, 21:22
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ ევროპის ჩემპიონატზე და ქართულ ფეხბურთზე ისაუბრა.

"ბევრი შანსი გვქონდა, განსაკუთრებით ბოლო წუთზე შეგვეძლო, რომ გოლი გაგვეტანა და გამარჯვება მოგვეპოვებინა. ეს კი იმაზე მეტყველებს, რამდენად წინ ვართ წასული ფეხბურთში.

"წარმოიდგინეთ, კონტინენტის მთავარ საფეხბურთო ტურნირზე ვთამაშობთ და იმედგაცრუებულები ვართ რომ სამი ქულა ვერ ავიღეთ. ეს ამბობს ძალიან ბევრს ჩვენს შესახებ, ჩვენი ქვენის შესახებ და უსაზღვროდ მიხარია, რომ ასეთი სწორი მიმართულებით მივდივართ.

"მადლობა ქომაგებს ასეთი გულშემატკივრობისთვის და იმ ხმაურისთვის, რომელიც გერმანიის უკვე ორ ქალაქში შექმნეს. ვფიქრობ, მესამე ტურის თამაშიც საკმაოდ საინტერესო იქნება."


- განაცხადა კაშიამ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი