ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა მამუკა ჯუღელმა მედიასთან ტრანსფერების შესახებ ისაუბრა.
"ეს შეიძლება ბევრმა არ დაიჯეროთ, თუმცა პირველად ხდება, როდესაც აგენტი ვარ და საერთოდ არ მეფიქრება ტრანფერებზე.
"მთელი ჩემი ფიქრები და ყურადღება ევრო 2024-ზე საქართველოს საგულშემატკივროდაა მიპყრობილი. მთავარი ჯგუფიდან გასვლაა, შემდეგ კი რაც შეიძლება წინ უნდა წავიდეთ", - აცხადებს მამუკა.
ცნობისთვის, ჯუღელს ბევრი საქმე აქვს იქიდან გამომდინარე, რომ "პსჟ" და "ნაპოლი" ხვიჩას გამო ერთმანეთს ომს უცხადებენ.