შიდა დაპირისპირება მეტოქის გასახდელში - რა ხდება თურქეთის ნაკრებში » სპორტის ხაზი

შიდა დაპირისპირება მეტოქის გასახდელში - რა ხდება თურქეთის ნაკრებში

შიდა დაპირისპირება მეტოქის გასახდელში - რა ხდება თურქეთის ნაკრებში
12-06-2024, 15:41
Aa Aa
გაზიარება:

თურქეთის ეროვნული ნაკრები არც თუ ისე კარგად გამოიყურება. ვინჩენცო მონტელას ბიჭებს ბოლო 5 შეხვედრაში გამარჯვება საერთოდ არ მოუპოვებიათ. მათ ფრედ უელსთან და იტალიასთან ითამაშეს, წაგებით კი უნგრეთთან, ავსტრიასთან და პოლონეთთან წააგეს.

ამ უკანასკნელს თურქეთი სულ ცოტა ხნის წინ, 10 ივნისს შეხვდა და ვარშავაში 2:1 დამარცხდა, მორიგ წარუმატებელ შედეგს კი თურქი გულშემატკივრის მწვავე რეაქცია მოჰყვა.

თურქებმა ნაკრების შედეგები სოც.ქსელში აქტიურად გააკრიტიკეს, რასაც ფონად გალათასარაისა და ფენერბაჰჩეს ფეხბურთელთა დაპირისპირება ახლდა. მაგალითად, ერთ-ერთი გულშემატკივარი წერს, რომ თურქეთის ნაკრებში გალას ფეხბურთელები საქმეს ურევენ, რასაც უამრავი ფენერის ფანი იწონებს, გალათასარაის კი იწუნებს.

გალათასარაიდან თურქეთის ნაკრებში 4 ფეხბურთელია გამოძახებული, ისევე როგორც ფენერბაჰჩედან, ამ ორ კლუბს შორის დაპირისპირება კი (თანაც, ბოლო პერიოდში ათმაგად გამწვავებული) თურქ გულშემატკივარზეც აისახება.

მოკლედ, ვინჩენცო მონტელა კი ამბობს, რომ მის ნაკრებში პანიკა არ შეინიშნება და ყველაფერი მწყობრშია, თუმცა ეს არც მათ შედეგებზე და არც გულშემატკივართა სტაბილურობაზე აისახება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი