ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში ქართულ მედიაში აქტიურად იწერებოდა იმის შესახებ, რომ ქუთაისის ტორპედო ნანის და პერიშიჩის ტრანსფერებზე მუშაობდა.
crystralsport-ის ინფორმაციით კი ამ ორი ფეხბურთელის ქართულ კლუბში ხილვა ფაქტობრივად წარმოუდგენელია.
წყაროს მტკიცებით, ტორპედომ ნანის ტრანსფერი ფეხბურთელის ასაკის გამო გადაიფიქრა, რაც შეეხება პერისიჩს, ხორვატი ქართულ კლუბთან დაკავშირებამდე, სპლიტის ჰაიდუკმა დაიმატა.
შეგახსენებთ, რომ შავ-თეთრებმა რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად დაადასტურეს, რომ საფრანგეთის ნაკრებისა და ლივერპულის ყოფილი ფეხბურთელი, მამადე სახო ქართულ კლუბში ითამაშებდა.