სანიოლი: "აი, რა მეამაყება ყველაზე მეტად" » სპორტის ხაზი

სანიოლი: "აი, რა მეამაყება ყველაზე მეტად"

სანიოლი: "აი, რა მეამაყება ყველაზე მეტად"
8-06-2024, 22:00
Aa Aa
გაზიარება:

უეფამ თავის ოფიციალურ გვერდზე ევროპის ჩემპიონატზე მოასპარეზე ყველა გუნდის მთავარ მწვრთნელს ჩამოართვა ინტერვიუ. გამონაკლისი არც ვილი სანიოლი ყოფილა.

"მარტში განსაკუთრებული რამ ვქენით, მეც და ფეხბურთელებმაც. ფედერაციის გახარებული ხელმძღვანელობის დანახვაც დიდ სიამოვნებას მგვრიდა. მათ ამ ყველაფერში უდიდესი შრომა ჩადეს.

"ნაკრების ჩაბარებისას და შემდეგ მაკედონიასთან ფინალის წაგებისას ყველა დემოტივირებულები ვიყავით. ახლის ასაშენებლად დიდი შრომა იყო საჭირო, რისთვისაც თავი არ დავზოგეთ.

"ყველაზე მეტად იცით რა მეამაყება? გასულ წლებთან შედარებით თითოეული ფეხბურთელი სულ სხვა დონეზე გადავიდა. უმეტესობამ აზროვნება და ყველაფერთან მიდგომა შეცვალა და შედეგიც მოიმკო.

"მეტოქეები? პორტუგალია არა მარტო ჩვენი ჯგუფის, არამედ მთლიანად ტურნირის ფავორიტია. კრიშტიანუ რონალდუს გამორჩეული გულშემატკივრები ჰყავს, ჩემი შვილიც კი. წარმომიდგენია როგორ ემოციებში იქნება იგი საქართველოსა და პორტუგალიის მატჩის ყურებისას.

"ბოლო წლებში თურქეთის ნაკრებში უდიდესი სამუშაოა გაწერული, რაც შედეგზე მეტყველებს. ჩეხების გარეშე კი დიდი ტურნირების ჩატარება წარმოუდგენელია.

"ჩვენ? ბევრი მიიჩნევს რომ ჩემპიონატზე ვაილდ ქარდით მოვხვდით, მაგრამ დამიჯერეთ, ყველა მატჩში სრული, 100 პროცენტით დავიხარჯებით და არ დავნებდებით"


ტ- აცხადებს სანიოლი


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი