კახა ცხადაძე: " ამ ტრამპლინს ბევრი ქართველი ფეხბურთელიც გამოიყენებს" » სპორტის ხაზი

კახა ცხადაძე: " ამ ტრამპლინს ბევრი ქართველი ფეხბურთელიც გამოიყენებს"

კახა ცხადაძე: " ამ ტრამპლინს ბევრი ქართველი ფეხბურთელიც გამოიყენებს"
8-06-2024, 18:58
Aa Aa
გაზიარება:

აზერბაიჯანის "გაბალას" მთავარმა მწვრთNელმა კახა ცხადაძემ საფეხბურთო ტაიმ აუტში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

ზოგი ფიქრობს, რომ ქართველი გარემარბის საკლუბო გაურკვევლობა (დარჩება თუ არა იგი "ნაპოლიში") მას კონცენტრაციაში ხელს შეუშლის.

"ეს თემა ჩემთვის არ არასებობს, რადგან ამ ადამიანმა დაგვანახა, რომ მას კონცენტრაციის და მენტალური პრობლემა არასოდეს არ აქვს. ერთადერთი, ეს ჩემი და ყველას სურვილია, რომ ევროპის ჩემპიონატი კარიერულად კარგად გამოიყენოს. „ნაპოლის“ ისეთი პრეზიდენტი ჰყავს, დარწმუნებული ვარ, ამაზე ისიც ფიქრობს.

"შესაძლოა, ხვიჩამ ევრო 2024-ზე ისე ითამაშოს, ნეაპოლელებმა 100 და 150 მილიონი ევრო უფრო იოლად იშოვონ. იმაშიც დარწმუნებული ვარ, ამ ტრამპლინს ბევრი სხვა ქართველი ფეხბურთელიც გამოიყენებს“


- აცხადებს კახა.

ცნობისთვის, იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხვიჩა "პსჟ"-ს შეუთანხმდა და პარიზული კლუბი თანახმაა "ნაპოლის", რომელსაც მისი გაშვება არ უნდა, დაახლოებით 110 მლნ ევრო გადაუხადოს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი