ლობჟანიძე: "ნაკრები ერთი დიდი ოჯახია და იცით ეს საიდან ჩანს?" » სპორტის ხაზი

ლობჟანიძე: "ნაკრები ერთი დიდი ოჯახია და იცით ეს საიდან ჩანს?"

ლობჟანიძე: "ნაკრები ერთი დიდი ოჯახია და იცით ეს საიდან ჩანს?"
7-06-2024, 13:13
Aa Aa
გაზიარება:

ავსტრიის სავარჯიშო სესიიდან კომენტარი ჟურნალისტებმა ამჯერად საბა ლობჟანიძეს ჩამოართვეს.

"ევროპის ჩემპიონატისთვის კარგ ადმილას ვემზადებით. შიდა სამზარეულო ძალიან კარგია და ძალიან მოტივირებულები გახლავართ. ყველას გვაქვს გაცნობიერებული, თუ რა დონისა და მნიშნელობის მქონე ტურნირზე გვიწევს თამაში.

"ჩემთვის საკლუბო დონეზე შუა სეზონია. ბევრი შეხვედრა ჩავატარე და ვფიქრობ, კარგ ფორმაში ვარ. ვემზადებით ტურნირისთვის. ნაკრები ერთი დიდი ოჯახია, ილვე დიდი ხანია ერთად მოვდივართ.

"ჩვენი განწყობა მარტივი შესამჩნევია, თითოეული ჩვენგანი ერთმანეთს გვერდში უდგას, ამხნევებს და ყველაფრით ეხმარება, რითიც შეუძლია.

"მართალია სადებიუტო გამოსვლა გვაქვს, მაგრამ მოლოდინები დიდია. ზუსტად ვიცი, რომ თითეული ქართველი დიდი ემოციით ელოდება ევროპის ჩემპიონატს", - განაცხადა ლობჟანიძემ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი