საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, ბუდუ ზივზივაძემ europop-თან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ყველაფერთან ერთად კარლსრუეზე და თავის მომავალზე ისაუბრა.
"კარლსრუეში თამაშით ბედნიერი ვარ. მთავარი მწვრთნელი? თავიდან არ მომწონდა, იმიტომ რომ სათამაშო დროს არ მაძლევდა, თუმცა მალევე ყველაფერი გამოსწორდა.
სანამ ავსტრიაში ნაკრებს შევუერთდებოდი და გერმანიაში წამოვიდოდი, მან მითხრა, რომ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ გუნდში დავრჩენილიყავი რა შეთავაზებაც არ უნდა მქონოდა, თუმცა ვუთხარი ამას ვერ შეკპირდები მეთქი... (იცინის).
რა თქმა უნდა ყველა ფეხბურთელს სურს განვითარება და უკეთეს კლუბში თამაში. ჩემი ოცნება ტოპ5 ლიგაში თამაში იყო და ვნახოთ მომავალში რას ვიხილავთ"
იხილეთ ვიდეო: - (europop)