გიორგი გოჩოლეიშვილი: "გუნდში ძალიან კარგი გარემო და განწყობა გვაქვს" » სპორტის ხაზი

გიორგი გოჩოლეიშვილი: "გუნდში ძალიან კარგი გარემო და განწყობა გვაქვს"

გიორგი გოჩოლეიშვილი: "გუნდში ძალიან კარგი გარემო და განწყობა გვაქვს"
4-06-2024, 12:20
Aa Aa
გაზიარება:

ეროვნული ნაკრების გვერდი საქართველოს ნაკრებისა და შახტარის განაპირა მცველის, გიორგი გოჩოლეიშვილის კომენტარს ავრცელებს, რომელიც მან გუნდში არსებულ გარემოსა და განწყობის შესახებ გააკეთა:

გუნდში ძალიან კარგი გარემო და განწყობაა. ვემზადებით სადებიუტო ევროპის ჩემპიონატისთვის. პირადად ჩემთვის, ეს ტურნირი ძალიან მნიშვნელოვანია. ყოველთვის ვოცნებობდი ევროპის ჩემპიონატზე თამაშზე. ვარჯიშებზე სულ ასი პროცენტით ვიხარჯებოდი და ამ მხრივ არაფერი შეცვლილა. ორმაგი მოტივაციით ვემზადებით მოახლოებული ტურნირისთვის, რომელიც ჩემთვის პირველი იქნება და ძალიან დიდ გამოცდილებას დავაგროვებ.

ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე, მონტენეგროსთან ამხანაგური თამაში დაგვეხმარება გამოვავლინოთ ჩვენი შესაძლებლობები. შემდეგ უკვე მოვემზადებით გერმანიისთვის.

- თქვა გიორგი გოჩოლეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველო თავის პირველ შეხვედრას 18 ივნისს თურქეთთან გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი