ორი ქართველი ტოპ 5-ში | ჩაკვე და კვარა ევროპას იპყრობენ » სპორტის ხაზი

ორი ქართველი ტოპ 5-ში | ჩაკვე და კვარა ევროპას იპყრობენ

ორი ქართველი ტოპ 5-ში | ჩაკვე და კვარა ევროპას იპყრობენ
5-11-2022, 14:00
Aa Aa
გაზიარება:

უცხოური მედიისგან მიჩვეულები ვიყავით ქართველ ფეხბურთელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბარს, თუმცა ამ სიას კიდევ ერთი ნიჭიერი ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე შეემატა, რომელიც გასაოცარ ფორმაშია და ბოლოდროს "სლოვანის" ერთ-ერთ ლიდერადაც კი ჩამოყალიბდა.

ამ ორ ფეხბურთელზე ცნობილი ტვიტერ გვერდი - Football Wonderkids საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ 90 წუთში, გიორგი ჩაკვეტაძე საშუალოდ 3.93 დრიბლინგს ახორციელებს, ხოლო ხვიჩა კვარაცხელია - 3.41-ს.

ორი ქართველი ტოპ 5-ში | ჩაკვე და კვარა ევროპას იპყრობენ


ამას ემატება ისიც, რომ აღნიშნული მაჩვენებლით ორივე მათგანი Top 5-ის წევრია - გიორგი მეორეა, მას მხოლოდ მადრიდის "რეალის" შემტევი ვინისიუს ჟუნიორი უსწრებს (4.9), ხოლო რაც შეეხება კვარაცხელიას, ის მეხუთე ადგილს იკავებს, მის წინ კი ისეთი ფეხბურთელები არიან, როგორებიც დიუგუ ჟოტა და როდრიგო არიან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი