სასიხარულო ამბავი - საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია განცხადებას ავრცელებს » სპორტის ხაზი

სასიხარულო ამბავი - საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია განცხადებას ავრცელებს

სასიხარულო ამბავი - საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია განცხადებას ავრცელებს
29-05-2024, 11:21
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე წუთის წინ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ევრო 2024-თან დაკავშირებით საჯარო განცხადება გაავრცელა:

"საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გულშემატკივარს საშუალებას აძლევს 18, 22 და 26 ივნისს საქართველოს ნაკრების მატჩებს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის ტრიბუნიდან უყუროს."

"საჯარო ჩვენება თბილისის მერიის ხელშეწყობითა და კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გენერალური სპონსორის, კრისტაბლეთის ორგანიზებით იმართება."

"მაყურებელს, პირდაპირი რეპორტაჟის ნახვა, მინდორზე ყველა კუთხეში დამონტაჟებული ეკრანების საშუალებით შეეძლებათ. ეროვნული გუნდის ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას ექსკლუზიურად საქართველოს პირველი არხი შემოგვთავაზებს"
, - წერს სფფ.

განცხადებაში ისიც წერია, რომ ადგილზე იქნება კარგი გარემო, იმუშავებს კვების ობიექტები და დამსწრე საზოგადოებას გარკვეული პრიზების მოგებაც კი შეეძლება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი