ბრიტანულმა Givemesport-მა ევრო 2024-ის შესახებ დაწერა და თითოეული მონაწილე ნაკრებიდან რამდენიმე გამორჩეული ფეხბურთელი დაასახელა.
ცხადია, როდესაც საქმე საქართველოზე მიდგა, ბრიტანელებმა ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩიეს და დაწერეს, რომ 'კვარადონას' მეტსახელის მქონე ფეხბურთელთან ყველაფერია შესაძლებელი.
"ამბობენ, რომ დიდ ტურნირებზე დებიუტანტი მონაწილეებისგან დიდი მოლოდინი არ უნდა გვქონდეს, მაგრამ ამ ქვეყანას ჰყავს ფეხბურთელი, რომელსაც კვარადონას ეძახიან."
"ხვიჩა კვარაცხელიას დიდი ტვირთის მოგდება მოუწევს მხრებზე, თანაც იმის ფონზე, რომ მის ქვეყანაში არც თუ სტაბილური მდგომარეობაა", - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას თურქეთის წინააღმდეგ 18 ივნისს გამართავს.