"მინდა ჩემი გადაწყვეტილების შესახებ გაცნობოთ" - კანკავა ევროპის ჩემპიონატზე » სპორტის ხაზი

"მინდა ჩემი გადაწყვეტილების შესახებ გაცნობოთ" - კანკავა ევროპის ჩემპიონატზე

"მინდა ჩემი გადაწყვეტილების შესახებ გაცნობოთ" - კანკავა ევროპის ჩემპიონატზე
24-05-2024, 11:55
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, ჯაბა კანკავამ სოციალურ ქსელში ფოტო დადო, სადაც გულშემატკივრებს საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ ამცნო.

"საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე დებიუტამდე სულ რამდენიმე კვირა რჩება. მინდა, რომ ჩვენმა გუნდმა გერმანიაში კარგად იასპარეზოს და კიდევ ერთხელ იზეიმოს, როგორც ეს 26 მარტს, თბილისში იყო.

რაც შემეხება მე, ჯაბა კანკავა გერმანშია არა როგორც ფეხბურთელი, არამედ როგორც გულშემატკივარი ისე წავა. ყველაფერს გავაკეთებ, რომ გუნდს რაიმეთი დავეხმარო.

ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა სამწვრთნელო შტაბს იმ ნდობისთვის რომელიც მარტში გამომიცხადეს, მაშინ როცა ყველას ერთად ყოფნა და ისტორიულ ჩემპიონატზე გასვლა მთავარი მიზანი იყო. ასევე მადლობა იმ ნდობისთვის რაც ახლაც დავიმსახურე, როგორც სამწვრთნელო შტაბს, ისე გუშემატკივარს, რომლისგანაც ძალიან დიდი მხარდაჭერას ვგრძნობ
."


შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე თავის სადებიუტო მატჩს თურქეთის წინააღმდეგ გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი