ალექსანდრე იაშვილი: "ამ ნაკრებს შევუთანხმდით, თუმცა შემდეგ თამაში იუარეს" » სპორტის ხაზი

ალექსანდრე იაშვილი: "ამ ნაკრებს შევუთანხმდით, თუმცა შემდეგ თამაში იუარეს"

ალექსანდრე იაშვილი: "ამ ნაკრებს შევუთანხმდით, თუმცა შემდეგ თამაში იუარეს"
22-05-2024, 14:46
Aa Aa
გაზიარება:

დღეს, ვილი სანიოლმა ევრო 2024-ისთვის პრესკონფერენცია გამართა და ნაკრების შემადგენლობა დაასახელა. გარდა სანიოლის სიტყვით გამოსვლისა, კომენტარი ალექსანდრე იაშვილმაც გააკეთა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ევროპის ჩემპიონატამდე ამხანაგური მატჩების გამართვა თბილისში იგეგმებოდა, თუმცა შეთანხმება ბოლო მომენტში ჩაიშალა.

"ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვისაც და გულშემატკივრისთვისაც, რომ თბილისში გვეთამაშა ევროპის ჩემპიონატამდე, მაგრამ ჩვენთვის სამწუხაროდ, გუნდმა, რომელთანაც პლეი ოფის წინ შეთანხმებული ვიყავით, მას შემდეგ, რაც ევროპის ჩემპიონატზე გავედით, უარი თქვა აქ ჩამოსვლაზე. იმ გუნდებიდან კი, რაც დარჩენილი იყო, სხვადასხვა მიზეზის გამო, საჭიროდ არ ჩავთვალეთ თამაში", - თქვა იაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს უახლოესი ამხანაგური შეხვედრა მონტენეგროს წინააღმდეგ 9 ივნისს ელის.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი