კაშიას გუნდელი საქართველოს კარში გამტან როდრიგესზე: "ის სწორად არაფერს აკეთებდა" » სპორტის ხაზი

კაშიას გუნდელი საქართველოს კარში გამტან როდრიგესზე: "ის სწორად არაფერს აკეთებდა"

კაშიას გუნდელი საქართველოს კარში გამტან როდრიგესზე: "ის სწორად არაფერს აკეთებდა"
21-05-2024, 20:30
Aa Aa
გაზიარება:

როგორც გახსოვთ, საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის საპლეიოფო სტადიაზე 1/2-ფინალური შეხვედრა ლუქსემბურგის წინააღმდეგ გამართა, რომელიც ვილი სანიოლის ბიჭებმა 2:0 მოიგეს და ფინალში კვალიფიცირდნენ.

ალბათ, ყველას გემახსოვრებათ ეპიზოდი, როდესაც ლუქსემბურგელთა ერთ-ერთმა მთავარმა ლიდერმა, ჟერსონ როდრიგესმა საქართველოს კარი აიღო და ანგარიში გაათანაბრა, თუმცა შემდეგ მსაჯმა გოლი თამაშის წესების დარღვევის გამო გააუქმა და საქართველოც ცუდ სცენარს გადარჩა.

სწორედ ამ ფეხბურთელზე აკეთებს კომენტარს გურამ კაშიას თანაგუნდელი (სლოვან ბრატისლავაში), კერძოდ იურაი კუცკა, რომელმაც თქვა, რომ ჟერსონი არანაირ წესებს არ ემორჩილება და მასთან თანამშრომლობა საკმაოდ რთული რამაა:

"ის გუნდში მოვიდა თუ არა ექიმი მაშინვე სადღაც გაგზავნა, სხვადასხვა შემოწმება მოითხოვა და არანაირ წესს არ დაემორჩილა. ჟერსონი ვარჯიშებზე თავის დროზე არასდროს არ მოდიოდა. როგორც ფეხბურთელი, ის კარგი იყო, მაგრამ საკმაოდ უცნაურად იქცეოდა."

"უმცროსი ვაისის კაპიტნობის დროს გადავწყვიტეთ, რომ ის გუნდიდან წასულიყო, რადგან ის არაფერზე არ გვისმენდა და არც არაფრის შეცვლა სურდა"
, - თქვა კუცკამ.

საბედნიეროდ, ჟერსონ როდრიგესი საქართველოსთვის პოტენციურად გამათანაბრებელი გოლის ავტორი ვერ გახდა და ფინალში სწორედ ჩვენი ნაკრები გავიდა, სადაც საბერძნეთი პენალტების სერიაში დავამარცხეთ და ევრო 2024-ის საგზური მოვიპოვეთ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი