მოგეხსენებათ, რომ "რეალსა" და "ბაიერნს" შორის დაპირისპირებისა და ჩემპიონთა ლიგის ფინალისტის ბედი საპასუხო შეხვედრის ბოლო წუთზე შეიძლება შეცვლილიყო, მაგრამ მატჩის მთავარმა არბიტრმა შეცდომა დაუშვა.
კერძოდ მან არ გადაამოწმა თამაშგარის სისწორე და ისე გააჩერა თამაში რამდენიმე წამით ადრე, სანამ დე ლიხტი ბურთს ლუნინის კარში მოათავსებდა. შესაბამისად ნიდერლანდელს გოლი არ ჩაეთვალა.
აღნიშნული ფაქტი უეფამ შეცდომად ჩათვალა, რის გამოც პოლონელ არბიტრს სასჯელი მისცეს.
კერძოდ, შიმონი მარცინიაკი ევრო 2024-ის გახსნით მატჩის მთავარი არბიტრი უნდა ყოფილიყო, დღეიდან კი იგი ამ მატჩის ბედს ვეღარ გადაწყვეტს.