იტალიური Calciomercato წერს, რომ ინტერი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ვალენსიადან ორი ფეხბურთელის დამატებას აპირებს.
როგორც ვკითხულობთ, ეს მოთამაშეები გიორგი მამარდაშვილი და კრისტიან მოსკერა არიან:
"ნერაძური სეზონის დასრულების შემდეგ, ჯერ ტარემისა და ჟიელინსკის გაიფორმებს, შემდეგ კი სხვა ტრანსფერებზე გადაერთვება."
"მოსკერასთან ერთად ინტერი მამარდაშვილსაც აკვირდება. მიუხედავად იმისა, რომ გიორგის გამოსასყიდი 100 მილიონი ევროა, ვალენსია საუბრისთვის ღიაა და ყველანაირი წინადადების განხილვას აპირებს."
"თუ ყველაფერი ინტერის სასარგებლოდ განვითარდა, მაშინ იტალიელები მოსკერასა და გიორგის ყიდვას 50 მილიონ ევროდ შეძლებენ", - წერს გამოცემა.