დღეს "იუვენტუსის" ნახევარმცველი ვესტონ მაკკენის თავს კურიოზული ფაქტი გადახდა.
უეცრად მისი სოციალური ქსელი დაჰაკეს, პროფილის ფოტო შეუცვალეს, სადაც იგი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფორმაში იყო და ზედ წარწერა დაურთეს "მე აქ ვარ".
ამერიკელმა ფეხბურთელმა პროფილის ფოტო მალევე შეცვალა და კვლავ "იუვენტუსის" მაისურში გამოწყობილი სურათი ატვირთა.
გარდა ამისა, კომენტარებში აღიარა, რომ მისი ექაუნთი გატეხეს და პროფილის ფოტო მას არ შეუცვლია.