საფრანგეთის ლიგა 1-ის 31-ე ტურში მეცი ლილს უმასპინძლებს.
მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა მთავარმა მწვრთნელმა ლასლო ბოლონიმ:
"არა, მხოლოდ მისი დამსახურება არ არის გუნდის გასავარდნი ზონიდან ამოსვლა, ის გუნდის ერთ-ერთი ელემენტია, სხვებზე დიდი დოზით, მაგრამ მეცი მხოლოდ მიქაუტაძე არ არის. ის ჩემი მეგობარია, მიყვარს, მისთვის ვიბრძოლე, მაგრამ თამაშებს მარტო არ იგებს: ისევ ერთ-ერთია 20 ფეხბურთელიდან, ვინც განაცხადში ხვდება. “მეფე ჟორჟზე" აღარ ვილაპარაკებ, თუ ეს სავალდებულო არ იქნება". - თქვა რუმინელმა სპეციალისტმა.