ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა გამორჩეულმა წევრმა, ბუდუ ზივზივაძემ მოახლოებულ ევრო 2024-ზე კომენტარი გააკეთა.
"როცა იცი, რომ 2 თვეში ასეთი დიდი ტურნირი გაქვს სათამაშო, უფრო მეტად თავდაჯერებული ხარ, რაც შედეგებზეც აისახება - ტური არ გავა, რომ ქართველმა ფეხბურთელებმა კლუბებში კარგი მატჩები არ ჩაატარონ."
"იქ ტურისტებად ჩასვლას არ ვაპირებთ, გერმანია ისედაც საკმარისად კარგად დავათვალიერე. გასაგებია, რომ ჩვენი მეტოქეები უფრო გამოცდილები არიან, თუმცა ვფიქრობ, ისეთი დონის ფეხბურთელები გვყავს, რომ მინიმუმ, მესამე ადგილით გასვლა შეგვიძლია", - თქვა ზივზივაძემ.
შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის პლეიოფში საქართველომ ჯამურად 2 გოლი გაიტანა, ორივე მათგანი კი ბუდუ ზივზივაძის ანგარიშზე გახლდათ.