საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხებურთელმა გიორგი ქოჩორაშვილმა " LaGazzetta.ge"-სთან ინტერვიუში თავისი ბავშვობის კუმირებზე ისაუბრა.
"ესპანეთის ნაკრების მატჩებს სულ ვუყურებდი, აქდან გამომდინარე ბავშობის გმირი ჩავი ერნანდესი იყო, მაგრამ მომწონდა სერხიო ბუსკეტსი და ინიესტაც. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ რაჯა ნიოანგოლანიც ძალიან მომწონდა, ის ჩემთვის სრულყოფილი მოთამაშეა, იქიდან გამომდინარე, რომ თამაში შეეძლო დაცვაშიც და შეტევაშიც.
"ეს არის ჩემი სრატეგიაც, ყოველთვის ვცდილობ, რომ დავეხმარო როგორც შეტევას, ასევე დაცვასაც. არ მინდა ზიდანი და რონალდინიოც გამომრჩეს, ბრაზილიელმა ფეხბურთი შემაყვარა. სახლში მისვლისას მისი ვიდეოების ყურება ძალიან მიყვარდა ბავშვობაში.
"ბარსელონასა" და "რეალის" ვიდეოების ყურებაში გავიზარდე. იმ დროს ეს გუნდები განსაკუთრებულად ძლიერები იყვნენ და დომინირებდნენ. ახლანდელ პერიოდზე თუ მკითხავთ, ოდიგის თამაშებს სულ ვუყურებ და კევინ დებრუინსაც, რომელიც დიდებული მოთამაშეა და "მანჩესტერ სიტის" მთავარი ფეხბურთელი", - განაცხადა გიორგიმ.