იტალიური გამოცემეა AreaNapoli ქართველებზე და ხვიჩა კვარაცხელიაზე სტატიას აქვეყენებს, სადაც ვკითხულობთ.
"მან საქართველოში ყველა გააერთიანა, განურჩევლად პოლიტიკისა, აზრისა, ეთნიკური, თუ რელიგიური ნიშნისა. ხშირად, ადამიანებს არ ესმით რატომ და როგორ ხდება ეს, მაგრამ ფეხბურთი ასეთია. ალბათ, ვერ აცნობიერებთ, როგორ შეუძლია ფეხბურთს დაგავიწყოს პრობლემები, ტკივილი და სტრესი. კვარაცხელიას ყურების დროს ქართველები 90 წუთით ივიწყებენ ამ ყველაფერს და მხოლოდ მის თამაშზე აკეთებენ აქცენტს.
მსოფლიოში საქართველოს ემიგრანტი აღარ ეყოლება. იმის ახსნა, თუ საიდან მოდიან ისინი, აღარ იქნება საჭირო. თამამად შეგიძლიათ თქვათ, რომ თქვენ კვარაცხელიას ქვეყნიდან ხართ და ამას ყველა გაიგებს. საქართველო აღარ არის ამერიკის სახელმწიფო, ან სტალინის სამშობლო, ის უკვე კვარაცხელიას ქვეყანაა".
შეგახსნებთ იმასაც, რომ ამ სეზონში 21 წლის შემტევის მონაგარი "ნაპოლის" მაისურით 8 გოლი და 10 საგოლე გადაცემაა.