დავითაშვილს თავისივე მოპოვებული პენალტი არ დაარტყმევინეს » სპორტის ხაზი

დავითაშვილს თავისივე მოპოვებული პენალტი არ დაარტყმევინეს

დავითაშვილს თავისივე მოპოვებული პენალტი არ დაარტყმევინეს
11-02-2024, 15:45
Aa Aa
გაზიარება:

საფრანგეთის ლიგა 2-ის შეხვედრაში ზურიკო დავითაშვილის ბორდომ გრენობლს უმასპინძლა და მეტოქე მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა.

აღნიშნულ შეხვედრაში ქართველი ლეგიონერი მატჩის მე-60 წუთზე ჩაერთო და შეხვედრის ბოლოსკენ პენალტის მოპოვებაც შეძლო, თუმცა ზურიკო ბურთთან არ მიუშვეს, პენალტი კი მისმა თანაგუნდელმა გააფუჭა.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის 30-წუთიანი პერფორმანსი უცხოურმა Sofascore-მ 6.9 სარეიტინგო ქულით შეაფასა.

ცნობისთვის, ზურიკო დავითაშვილს ლიგა 2-ის ამ სეზონში ბორდოს მაისურით 2 გოლი და 3 საგოლე პასი აქვს მითვლილი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი