შოთა არველაძის კარაგუმრუკმა თურქეთის თასის 1/8-ფინალში სამსუნსპორი 2:1 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე კვალიფიცირდა.
აღნიშნული მატჩის შემდეგ ქართველმა სპეციალისტმა პრესკონფერენცია გამართა და მატჩის არბიტრები გააკრიტიკა:
"პირველ რიგში, იყო ეპიზოდები, როდესაც სერიოზულ უხეშობაზე თვალი დახუჭეს, რაც გაუგებარია. იმის მაგივრად, რომ მსაჯს სწორი გადაწყვეტილება მიიღო, მუდმივად საპირისპიროს აკეთებდა."
"გარდა ამისა, სამწვრთნელო კარიერაში ყვითელი პირველად მივიღე, რაც ჩემთვის გაუგებარია. ბურთი ემოციის მომძლავრების გამო მინდორზე გადავაგდე და არავისთვის არ მისვრია, თუმცა მათ ეს საქციელი უპატივცემულობაში ჩამომართვეს, რასაც არ ვეთანხმები", - თქვა არველაძემ