"საბურთალოში" არგენტინის ვიცე-ჩემპიონ "ტალიერესიდან" 3 ადგილობრივი მოთამაშე იასპარეზებს.
"სამხრეთ-ამერიკულ ჰოლდინგთან პარტნიორობის ფარგლებში, არგენტინის ვიცე-ჩემპიონ "ტალიერესიდან" საფეხბურთო კლუბმა "საბურთალომ" 3 ფეხბურთელი მოიწვია.
ფეხბურთელებმა "საბურთალოს" მაისური თურქულ შეკრებაზე უკვე მოირგეს და ჩვენს გუნდთან ერთად პირველი ამხანაგური მატჩიც ჩაატარეს, სადაც 21 წლის კრისტიან ლუდუენამ შესანიშნავი გოლიც გაიტანა.
არგენტინელი ფეხბურთელების შესახებ ოფიციალურ განცხადებას კლუბის თურქეთიდან დაბრუნების შემდეგ გავაკეთებთ." - ვკითხულობთ კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.