ესპანეთის ჩემპიონატის 22-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა მადრიდში გაიმართა, რომელშიც ადგილობრივმა ატლეტიკომ გიორგი მამარდაშვილის ვალენსიას 2:0 მოუგო.
საქართველოს ნაკრების კარის დარაჯმა შეხვედრაში მონაწილეობა 90 წუთით მიიღო და ჯამურად მის ანგარიშზე 6 მოგერიება გახლდათ, რის ფონზეც გიორგიმ ვალენსიას რიგებში ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო, - 7.8 სარეიტინგო ქულა.
ქართველ მეკარეს გოლები სამუელ ლინომ და მემფის დეპაიმ გაუტანეს. პირველმა მათგანმა მამარდაშვილის კარი 45+5 წუთზე აიღო, დეპაიმ კი საბოლოო ანგარიში 57-ე წუთზე დააფიქსირა.
ამ შედეგით გიორგი მამარდაშვილის ვალენსია ლა ლიგის მე-8 ადგილს 32 ქულით იკავებს, მათი მომდევნო მატჩი კი ალმერიას წინააღმდეგ 3 თებერვალს გაიმართება.