ნაპოლიმ ალესიო ძერბინი მონცაში გაუშვა. ინფორმაცია მხარეებმა ოფიციალურად დაადასტურეს.
24 წლის ფეხბურთელი ლომბარდიელებს მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით შეუერთდა, ზაფხულში კი, ნაპოლიში დაბრუნება მოუწევს.
ალესიო ძერბინი ნაპოლიში 2017 წელს გამოჩნდა, მაგრამ იჯარით სხვადასხვა "დაბალი დონის" იტალიურ კლუბში ასპარეზობდა, საბოლოოდ ნეაპოლში 2022 წელს დაბრუნდა. მას შემდეგ მან "ნაპოლის" მაისურით 24 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა. ძერბინმა ორივე გოლი 1 კვირის წინ იტალიის სუპერთასის ნახევარფინალში ფიორენტინას შეუგდო.