ლა ლიგის 21-ე ტურის შეხვედრაში გიორგი მამარდაშვილის ვალენსიამ ატლეტიკ ბილბაო 1:0 დაამარცხა.
ქართველმა მეკარემ აღნიშნულ მატჩში მონაწილეობა თავიდან ბოლომდე მიიღო და მის ანგარიშზე 3 მოგერიება გახლდათ.
გიორგი მამარდაშვილის პერფორმანსი Sofascore-მ 8.0 სარეიტინგო ქულით შეაფასა, რაც ყველაზე მაღალი შეფასება იყო.
ამ მომენტისთვის ვალენსია ესპანეთის ჩემპიონატის ცხრილის მე-7 ადგილს 32 ქულით იკავებს.